სონა ასლანოვა
სონა ასლანოვა | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1924 |
დაბ. ადგილი | ბაქო |
გარდ. თარიღი | 9 მარტი, 2011[1] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი |
სონა შახნაზარის ასული ასლანოვა (აზერ. Sona Şahnəzərqızı Aslanova; დ. 1924 წლის 4 ოქტომბერი — გ. 2011 წლის 9 მარტი) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მომღერალი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, კლასიკური საოპერო და ხალხური ვოკალური რეპერტუარების ცნობილი შემსრულებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სონა ასლანოვამ დაამთავრა ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია. მოგვიანებით იგი ამ კონსერვატორიის პროფესორი გახდა და საოპერო სიმღერებს ასწავლიდა. ასლანოვა მრავალ რადიოგადაცემებსა და ფილმებში იღებდა მონაწილეობას. მის მიერ შესრულებული ზოგიერთი ცნობილი როლია: ნიჰიარი „ქოროღლი“, ასია „არშინ მალ ალან“ და ასლი „ასლი და კიარამი“. სამივე უზეირ ჰაჯიბეკოვის ნაწარმოებია, რომელიც კარიერის დასაწყისში პირადად ეხმარებოდა მომღერალს რჩევა - დარიგებებით.
სონა ასლანოვა წარმატებით გასრტოლირებდა საბჭოთა რესპუბლიკებში და „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებში. იგი მუშაობდა აზერბაიჯანის კულტურის ისეთ გამოჩენილ ფიგურებთან როგორებიცაა, ბიულბიული და რაშიდ ბეიბუთოვი.
1994 წლიდან მომღერალი აშშ-ში ცხოვრობდა.